რეზონანსი
22.08.2017

 (რეზონანსი) ბორჯომის ხეობაში ძლიერი დაკვამლიანების გამო რამდენიმე ადგილობრივმა ოჯახმა და დამსვენებელმა საცხოვრებელი სახლი საკუთარი სურვილით დატოვა.

მოსახლეობა საუბრობს, რომ კვამლთან ერთად მათ დიდი რაოდენობით ფერფლი აწუხებთ, სწორედ ამიტომ ისინი ვარაუდობენ, რომ კვამლის შედეგად, ინტოქსიკაციის საფრთხე მაღალია.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ხეობაში ძლიერი დაკვამლიანება არ შეინიშნება, თუმცა ჰაერში ნაცრის შემცველობა მაღალია. სერგეენკო მოუწოდებს ფილტვების ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებს, ვინც ამჟამად ბორჯომში სტიქიის ზონასთან ახლოს იმყოფებიან, გარეთ ყოფნას მოერიდონ.

მინისტრის თქმით, სასწრაფო დახმარების ბრიგადები მობილიზებულები არიან, რათა საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ ადამიანს დახმარება აღმოუჩინონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×