რეზონანსი
22.08.2017

 (რეზონანსი) "კიდევ უფრო გასაკვირია, რომ ოჯახებმა გადაწყვიტეს, თავიანთი შვილები ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაეგზავნათ",- ამის შესხებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რითაც 146-ე სკოლის 6 მოსწავლის ოკუპირებულ ყირიმში რუსული ენის გასაუმჯობესებლად გამგზავრების ფაქტს გამოეხმაურა.

მინისტრის განცხადებით, ეს სკოლის, მასწავლებლების, ადმინისტრაციის და ოჯახების მხრიდან აბსოლუტურად მიუღებელი გადაწყვეტილებაა.

"ძალიან სამწუხაროა, რომ შეიძლება სკოლის მასწავლებელმა, სკოლის ადმინისტრატორმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს. პირველ რიგში, პრინციპულია, რომ ჩვენ ყირიმში ოკუპაციას ვგმობთ და მიგვაჩნია, რომ გაცილებით ნებისმიერმა მასწავლებელმა და ნებისმიერმა დირექტორმა ამ მიმართულებით მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს. ჩვენ ამ სიტუაციას კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად მოვიკვლევთ. მინიმუმ ძალიან არასწორ გადაწყვეტილებასთან გვაქვს საქმე, მაქსიმუმ - ბოროტ განზრახვასთან. დაისჯება ყველა, ვისი პასუხისმგებლობაც გამოიკვეთება ასეთ წინდაუხედავ გადაწყვეტილებაში", - განაცხადა ჯეჯელავამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის 146-ე საჯარო სკოლის ექვსი მოსწავლე რუსული ენის გასაუმჯობესებლად ყირიმში, „არტეკის" საერთაშორისო საბავშვო ცენტრში გაემგზავრა,

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×