რეზონანსი
17.05.2017

მცირე ზომის თვითმფრინავი, რომელიც პუერტო-რიკოდან ფლორიდაში მიფრინავდა, რადარებიდან გაუჩინარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი" ავრცელებს.

თვითმფრინავში სულ ოთხი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ორი ბავშვია. თვითმფრინავის პულტთან კომპანია „სქაილაით გრუფის" დირექტორი იმყოფებოდა. მას თან ორი შვილი და მეგობარი ახლდა.

რადარებიდან თვითმფრინავი ბაჰამის კუნძულებიდან 60 კილომეტრში გაუჩინარდა. თვითმფრინავის ნამსხვრევები ბაჰამის ერთ-ერთ კუნძულზე იპოვეს. ამერიკის სახმელეთო დაცვა ბორტზე მყოფ პირებს ეძებს.

ბერმუდის სამკუთხედს, რომელიც სპეციალისტების გათვლით, სწორედ ფლორიდასა და პუერტო-რიკოს შორის მდებარეობს, ბევრი თვითმფრინავისა და გემის გაუჩინარება უკავშირდება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×