სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    04.05.2017

     საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტში საკანონმდებლო წინადადების წარდგენის წესის გართულებას გეგმავს. ინიცირებულია ცვლილებები, რომლის მიხედვითაც პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებას უნდა ჰქონდეს მისი საჭიროების ავტორისეული დასაბუთება,მითითებული უნდა იყოს საკანონმდებლო წინადადების მიზეზი და არსი.

    საკანონმდებლო ინიციატივის განხილვისთვის დადგენილი 20-დღიანი ვადა, 30-დღემდე იზრდება. პროექტით ასევე გათვალისწინებულია, რომ თუ საკანონმდებლო წინადადებაში არის ხარვეზი და ის რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს არ პასუხობს, საკანონმდებლო წინადადების ავტორს ხარვეზის გამოსწორებისთვის შეიძლება 10-დღიანი ვადა დაუდგინდეს.

    როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა, მნიშვნელოვანია პარლამენტმა საკანონმდებლო წინადადებების მეშვეობით მოქალაქის ხმა გაიგოს, მაგრამ არ უნდა მოხდეს ისე, რომ ინიციატივის მექანიზმი არარაციონალურად იყოს გამოყენებული.

    რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა.

     

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved