სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    04.05.2017

     თბილისის 162-ე საჯარო სკოლის მასწავლებლების თქმით, პირველ ექსპერიმენტულ სკოლასთან გაფორმებულ მემორანდუმზე ხელმოწერა დირექტორის გადაწყვეტილება იყო და ამის შესახებ სკოლის კოლექტივმა არაფერი იცოდა. პედაგოგებმა შესაძლოა დირექტორის გადადგომა მოითხოვონ.

    სკოლის პედაგოგებს დღეს განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური შეხვდა. მან განაცხადა, რომ სკოლაში სასწავლო პროცესი ხვალიდან აღდგება. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ 162-ე სკოლა დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას, გაგრძელდეს თუ არა პირველ ექსპერიმენტულ სკოლასთან თანამშრომლობა.

    თემას განათლების და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავაც გამოეხმაურა. მინისტრმა აღნიშნა, რომ სკოლებს შორის გაფორმებული მემორანდუმი ოპტიმიზაციას არ ნიშნავს.

    „ჩვენ ბევრი შეხვედრა გვქონდა პედაგოგებთან. იყო დეტალური საუბარი ამ მემორანდუმთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, რომ სკოლებმა ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და სიახლეები. რაც შეეხება შიშებს, რომ შესაძლოა, გაერთიანდნენ სკოლები ან ოპტიმიზაცია მოხდეს, ეს არასწორი შიშებია" , -განაცხადა მინისტრმა.

    თბილისის 162-ე საჯარო სკოლაში დღეს სასწავლო პროცესი ჩაიშალა. პედაგოგები და მშობლები პირველ ექსპერიმენტულსა და 162-ე სკოლას შორის გაფორმებულ მემორანდუმს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც სკოლაში პირველი ექსპერიმენტულის 5 პირველი კლასი უნდა გაიხსნას.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved