სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    28.04.2017

     საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, განათლების სამინისტრომ პირველად საჯარო სექტორში, საპილოტე რეჟიმში, თანამშრომლებისთვის ახალი პროექტი „სახლიდან მუშაობის დღე" დანერგა.

    სამინისტროს ცნობით, სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, თანამშრომელი უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით, თვის განმავლობაში ერთი დღე მასზე დაკისრებულ მოვალეობებს სახლიდან შეასრულებს, რაც სამსახურში გამოუცხადებლობად არ ჩაეთვლება.

    „დისტანციური მუშაობის თანმდევი და განუყოფელი შედეგებია მგზავრობის დროისა და საწვავის ხარჯების შემცირება, მოძრაობის განტვირთვა, საჯარო დაწესებულების კომუნალური ხარჯების ეკონომია, მაგრამ ყველაზე მთავარი უპირატესობა, რასაც საერთაშორისო პრაქტიკაც აჩვენებს, არის კომფორტულ გარემოში შემოქმედებისა და ინოვაციის გაცილებით უფრო მაღალი პოტენციალი" , - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×