სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.04.2017

     საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც იერუსალიმში იმყოფებიან, ცხელი ხაზი აამოქმედა. მათ ქალაქში დაკარგვის შემთხვევაში შეუძლიათ, +972 26226100 ნომერზე დარეკონ.

    საგარეო უწყება ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს ურჩევს, მოსალოდნელი ხალხმრავლობის გამო, ცერემონიალში მონაწილეობისგან თავი შეიკავონ.

    საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, კიდევ უფრო გამკაცრებულია ისრაელის საზღვრის კვეთის პროცედურები და გამგზავრების მსურველებმა ზედმიწევნით უნდა დაიცვან საზღვრის კვეთისთვის დადგენილი მოთხოვნები.

    „მოქალაქეები უნდა მოერიდონ იერუსალიმის ძველ ქალაქში ე.წ. სპეციალური სამაჯურების - ტაძარში შესვლის საშვების შეძენას. იერუსალიმის პოლიციის თანამშრომლების მიერ, მსგავსი ტიპის გაყალბებული სამაჯურების მქონე პირები გამოძევებულ იქნებიან მაცხოვრის ტაძრიდან" , -ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

    2017 წელს ცეცხლის გადმოსვლის ცერემონია 15 აპრილს, მაცხოვრის ტაძარში, იერუსალიმის ძველ ქალაქში გაიმართება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved