სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    10.04.2017

     კრემლი ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებული ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებით კმაყოფილია. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ინფორმაციას „interfax"-ი ავრცელებს.

    „ეს იყო დემოკრატიული, გამჭვირვალე და პოლიტიკურად კონკურენტული პროცესი. მთავარი კანდიდატები რუსეთთან ურთიერთობის განვითარებით დაინტერესებულნი არიან" , - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

    ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის „ცესკო" ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნების და რეფერენდუმის წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს,რომლის მიხედვითაც ჯერჯერობით პარლამენტის სპიკერი, ანატოლი ბიბილოვი ლიდერობს.

    მას ხმების 57,98 % აქვს. 30 %-იანი მხარდაჭერა აქვს საოკუპაციო რეჟიმის ამჟამინდელ ლიდერს ლეონიდ თიბილოვს, ხოლო უშიშროების სამსახურის თანამშრომელს, ალან გაგლოევს მოსახლეობის 11,1 % უჭერს მხარს.

    ანატოლი ბიბილოვი 1992 წლიდან სამხრეთ ოსეთში დისლოცირებულ რუსულ ე. წ. სამშვიდობო დანაყოფში მსახურობდა, მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს ომში, წოდებით გენერალ-ლეიტენანტია და განსაკუთრებულ დავალებათა ე. წ. მინისტრი იყო.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×