რეზონანსი
01.02.2017

 საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში, სასმელი წყლის პრობლემა 11 ათასზე მეტ ადგილობრივ მაცხოვრებელს მოუგვარდება. გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების 10 სოფელში, წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა.

პროექტის ფარგლებში აშენდა ჭაბურღილები, საქლორატოროები დასადაწნეო კოშკები. სამუშაოებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე,  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

სათავე ნაგებობა, საიდანაც სოფლები, დიცი, ფლავი, ფლავისმინი, ფხვენისი, მერეთი, ქორდი, წითელუბანი, ზემო სობისი, ბოჟამი, ხვითი, სასმელი წყლით მარაგდებოდა, 2008 წლის ომის შემდეგ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა. ამის გამო ადგილობრივ მოსახლეობას წყალმომარაგების პრობლემა შეექმნა.

პროექტის საერთო ღირებულება 3 მილიონ ლარზე მეტია. წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის დაწყება გაზაფხულზე იგეგმება.

 

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×