რეზონანსი
01.02.2017

 დონალდ ტრამპა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად, ნილ გორსაჩი დაასახელა. უცხოური მედიის ინფომაციით, 79 წლის გორსაჩი, კონსერვატორული შეხედულებებით გამოირჩევა.

მოსამართლეობის კანდიდატი ახლა შეერთებული შტატების მე-10 ოლქის სააპელაციო სასამართლოში მუშაობს. ნილ გორსაჩის დედა, ანა გორსაჩი, პრეზიდენტ რონალდ რეიგანის ადმინისტრაციის თანამშრომელი იყო.

წარდგენილ კანდიდატზე საუბრისას, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის შეუდარებელი იურისტი და ინტელექტუალია.

„მას აქვს გამორჩეული სამართლებრივი ცოდნა, ბრწყინვალე გონება და ორივე პარტიის მხარდაჭერა"-განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის მიერ დასახელებული კანდიდატი, ახლა სენატმა უნდა დაამტკიცოს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×