სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    29.01.2017

     ნობელის პრემიის ახალგაზრდა ლაურეატი, მალალა იუსაფზაი, ტრამპის განკარგულებას ეწინააღმდეგება.

    „მე ვარ გულნატკენი, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა კარი დაუხურა ბავშვებს, მათ დედებსა და მამებს, რომლებიც ომს და ძალადობას გამოექცნენ. სამწუხაროა, რომ ამერიკა ზურგს აქცევს თავის საამაყო ისტორიას"-ამბობს თავის განცხადებაში, ახალგაზრდა აქტივისტი.

    „გაურკვევლობის და არეულობის დროს, ვთხოვ პრეზიდენტ ტრამპს, არ შეაქციოს ზურგი ყველაზე დაუცველ ბავშვებს და მათ ოჯახის წევრებს"-განაცხადა მალალამ.

    ახალგაზრდა პაკისტანელმა აქტივისტმა, მალალამ, რომელიც ახლა ბრიტანეთში ცხოვრობს, საერთაშორისო ყურადღება 2012 წელს მიიქცია. მაშინ მალალას განათლების მიღების სურვილისთვის, თალიბები დევნიდნენ.

    მას შემდეგ, განათლების უფლებებისთვის ბრძოლის კამპანია მთელ მსოფლიოში გაძლიერდა. პაკისტანელმა გოგონამ ნობელის პრემია 2014 წელს მიიღო.

    მალალა იუსაფზაი ცნობილი ბესტსელერის, „მე მქვია მალალას" ავტორია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved