რეზონანსი
25.04.2024

მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გიორგი ჩალაძე მოულოდნელად სტრასბურგში გაემგზავრნენ. „ქრონიკის“ ინფორმაციით, დავალება მათ სააკაშვილისგან მიიღეს.

ალასანია და ჩალაძე სტრასბურგში მიხეილ სააკაშვილის ლობისტებს უნდა შეხვდნენ იმისთვის, რომ ევროპარლამენტში მთავრობის წინააღმდეგ მაქსიმალურად მძიმე რეზოლუციის გატანა მოხერხდეს.

სავარაუდოდ, ალასანია და ჩალაძე პეტრას აუსტრევიჩიუსს და ვიოლა ფონ კრამონს შეხვდებიან. მათ ასევე უნდა შეათანხმონ სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელების საკითხი და ევროპარლამენტარების ლობისტური საქმიანობის ანაზღაურების დეტალები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×