რეზონანსი
23.04.2024

სანქციებით მუქარას თუ გაუბედავდა ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს ვინმე, ამისი წარმოდგენა შესაძლებელი იყო? - რა სანქცია, ჩვენი წინაპრები თავს წირავდნენ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, "ფეიკებით", კონტექსტის დამახინჯებით, დეზინფორმაციით და ყველა ამორალური გზით ცდილობენ გავლენის მოხდენას, ეს კი შეუძლებელია.

„ვინმე თუ წარმოიდგენდა წლების წინ, რომ ადამიანი, რომელიც ორ კანონს, - გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების შესახებ, საპარლამენტო განხილვაზე გამოიტანდა, წარადგენდა, ვინმეს განსაკუთრებული, კოორდინირებული თავდასხმების ობიექტი გახდებოდა?

"ფეიკებით", კონტექსტის დამახინჯებით, დეზინფორმაციით და ყველა ამორალური გზით ცდილობენ გავლენის მოხდენას, რომელმაც ჩემზე იმოქმედოს, ეს კი შეუძლებელია, მაგრამ დეზინფორმაციის მთელი სისტემა რომ მუშაობს, ხო ფაქტია?!

ან ასეთი კანონების დაინიცირებისთვის, სანქციებით მუქარას თუ გაუბედავდა ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს ვინმე, ამისი წარმოდგენა შესაძლებელი იყო?

რა სანქცია, ჩვენი წინაპრები თავს წირავდნენ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის...

როგორც ჩანს, აქამდეც მივედით და ამით კიდევ უფრო ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, დამოუკიდებლობა, ჭეშმარიტი ევროპული გზა და დემოკრატია, ოჯახური ღირებულებები, ქართული იდენტობა და ტრადიციები, ადამიანის უფლებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ, სუვერენიტეტის განმტკიცების, დეოკუპაციის, ქვეყნის განვითარების და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის გზაზე.

ჩვენთვის მარტივად არაფერი ხდება, მაგრამ მაინც ყოველთვის გამარჯვებულები გამოვალთ, მთავარია მართლები ვიყოთ საკუთარი სამშობლოს და მისი ღირსეული მომავლის წინაშე!

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×