რეზონანსი
23.04.2024

ეს ბიჭებისთვის ძალიან დიდი სტიმული იქნება, - ასე შეაფასა ვეტერანმა ფეხბურთელმა თენგიზ სულაქველიძემ ფონდ "ქართუს" განცხადება იმის თაობაზე, რომ ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს, გასვლის შემდეგ ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის კი დამატებით 30 მილიონი ლარით დააჯილდოებს.

„ბიჭები ნამდვილად იმსახურებენ კარგ ჯილდოს, ეს არის ბიჭებისთვის ევროპის ჩემპიონატზე ძალიან დიდი სტიმული. რომ გადიხარ მოედანზე, ყველაფერი უნდა ჩადო თამაშში და როცა იცი, რომ დიდი თანხა დევს, ამას ფეხბურთელისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ბიჭებისთვის ძალიან დიდი სტიმული იქნება," - განაცხადა თენგიზ სულაქველიძემ.

საქველმოქმედო ფონდი „ქართუ" ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით, 30 მილიონ ლარს გადასცემს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×