რეზონანსი
23.04.2024

ქართველ ხალხთან დაპირისპირება არავის გამოსვლია, ქართველი ხალხი არის ძალაუფლების წყარო და ამიტომ მნიშვნელოვანია, 29 აპრილს ხელისუფლების ამ წყარომ, ქართველმა ხალხმა, თავისი სიტყვა თქვას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია დიდი ხანია ქართველ ხალხთან არის დაპირისპირებული, ზიზღის კამპანია აქვთ და ამას ხალხი არ იღებს.

„ოპოზიცია დიდი ხანია, ქართველ ხალხთან არის დაპირისპირებული. არ ვიცი, რას გულისხმობენ მომავალში, მაგრამ დღეს ქართველ ხალხთან არიან დაპირისპირებული. რამდენი ხანია, ზიზღის კამპანია აქვთ გამოხატულად და ამ ზიზღის კამპანიას ქართველი ხალხი არ იღებს. საბოლოო ჯამში, ქართველ ხალხთან დაპირისპირება არავის გამოსვლია, ვინაიდან ქართველი ხალხი არის ძალაუფლების წყარო და სწორედ ამიტომაც მნიშვნელოვანია, 29 აპრილს ხელისუფლების ამ წყარომ, ქართველმა ხალხმა, თავისი სიტყვა თქვას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ითვალისწინებენ მხარდამჭერების თხოვნას და საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ 29 აპრილს საყოველთაო-სახალხო შეკრებას გამართავენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×