რეზონანსი
23.04.2024

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა:

„საკონსტიტუციო ცვლილებები არის იმ შინაარსის, რომელი შინაარსისაც ეშინია ელემენტარულად ოპოზიციას. თევზის თვალებით გიყურებენ და ვერაფერს ამბობენ. რომ თქვან, ლგბტ პროპაგანდა მიუღებელია, ფულს დაკარგავენ უცხოეთიდან და ყურს აუწევენ პატრონები და ვერაფერს ამბობენ. პირდაპირ რომ თქვან, კაცის კაცზე ქორწინების მომხრე არიან, საკუთარ ამომრჩეველსაც ბევრს დაკარგავენ“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა გრძელდება. საორგანიზაციო კომისია ამჯერად ამბროლაურს ეწვევა. განხილვისას დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება კომისიის წევრებს ყველა ის შეკითხვა დაუსვას, რომელიც საკითხის ირგვლივ აინტერესებთ. მსგავსი შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით ყველა დიდ ქალაქში გაიმართება. კომისია გუშინ ქუთაისში იმყოფებოდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×