რეზონანსი
22.04.2024

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და „ქართული ოცნების" ოფისთან საპროტესტო აქციის მონაწილეებს მოუწოდებს არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებული არიან „ქართული ოცნების" ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.

მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მითითებებს.

კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტიდან მსვლელობით „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან გადაინაცვლეს. შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს აპროტესტებენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×