რეზონანსი
22.04.2024

გამჭვირვალობა უმაღლესი სტანდარტია, რომელიც ყველას მოეთხოვება, განსაკუთრებით საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებსაც განსაკუთრებული წინააღმდეგობა აქვთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით, შეუძლიათ, კონკრეტულ მუხლებსა და შინაარსზე დასვან კითხვები.

„კანონის მიღების პროცესში საპარლამენტო ფორმატში შინაარსობრივი განხილვები იქნება. ვფიქრობ, ეს სწორი ფორმატია, რათა კონკრეტულ საკითხებზე ვიმსჯელოთ. ვიცით, რომ პარლამენტში წარმოდგენილია სხვადასხვა პოლიტიკური ძალა. ეს არაა მხოლოდ უმრავლესობა, ამიტომ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებსაც განსაკუთრებული წინააღმდეგობა აქვთ ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით, შეუძლიათ კონკრეტულ მუხლებზე, შინაარსზე კითხვები დასვან. საზოგადოება მოისმენს, რათა შეაფასოს, თუ რა არის ამ კანონის შინაარსის მიღმა. ყველა გაიგებს, რა არის არგუმენტები და, ვფიქრობ, დასკვნებს გამოიტანს. თქვენ თქვით, რამდენად გვიჭირს ახსნა და რამდენად ვერ ვახერხებთ ახსნას. იქნება შესაძლებლობა და ფორმატი, სადაც შესაძლებელი იქნება პუნქტობრივი განხილვა, მუხლების მიხედვით მსჯელობა და ამ პროცესიდან აზრის გამოტანა უკეთესად იქნება შესაძლებელი.

რაც შეეხება ბიზნესგაერთიანებებს, ვფიქრობ, გამჭვირვალობა უმაღლესი სტანდარტია, რომელიც ყველას მოეთხოვება, განსაკუთრებით, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რადგან მათი ამოცანაა, საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხები ემსახურებოდნენ საზოგადოების ინტერესებს. შესაბამისად, გამჭვირვალობის მოთხოვნა ლეგიტიმურია", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×