რეზონანსი
22.04.2024

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ აქციებზე საჯარო მოხელეები, ძირითადად, ძალით მოჰყავთ. მისივე თქმით, მთავარი ისაა, რომ საზოგადოების უმრავლესობას კარგად აქვს გააზრებული, თუ რას ნიშნავს "რუსული კანონის" მიღება.

"ჩვენ გვინახავს ხელისუფლების მიერ ორგანიზებული აქციები სადაც, ძირითადად, საჯარო მოხელეები ძალით მოჰყავთ. მე დარწმუნებული ვარ, თუ რას ფიქრობს თითოეული საჯარო მოხელე - რა სულისკვეთებით წამოიყვანენ მათ და დააყენებენ აქციაზე. მთავარი არის ერთი რამ - ამ ქვეყნის მაცხოვრებლების აბსოლუტურ უმრავლესობას ძალიან კარგად აქვს გააზრებული, თუ რას ნიშნავს რუსული კანონის მიღება,"- აცხადებს გიორგი ბოტკოველი.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნება" 29 აპრილს რუსთაველის გამზირზე აქციას აანონსებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×