რეზონანსი
22.04.2024

პარტია „გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ოპტიმისტურად არ არის განწყობილი, რომ პოლიტიკური ლობიზმის დაშვებასთან დაკავშირებით „გირჩის“ მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარს დაუჭერენ.

იაგო ხვიჩიამ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა მიზეზებზე, რის გამოც მოამზადეს აღნიშნული პროექტი.

„ლობიზმის შესახებ კანონპროექტის მიღება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად „დააკაჩავებენ“ „ქოცებს“. თუ დავინახავთ, რომ სინამდვილეში, ხალხს სხვა რამე უნდა, ვიდრე ეს კანონია, „ქართული ოცნებისთვის“ ნებისმიერი რამე შეიძლება იყოს გამოსავალი, მათ შორის ქვეყანაში ლობისტური საქმიანობის დაკანონება. რომ გითხრათ, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ჩვენ მიერ მომზადებულ ცვლილებებს მხარს დაუჭერენ, ასე არ არის. ხელისუფლებას ამერიკული ანალოგის გადმოტანა თუ უნდა, ეს არის, მაგრამ ისინი რუსული ანალოგის მიღებას ცდილობენ. ლობიზმის კანონის მიღება იმის დაკანონების მცდელობაა, რომ პოლიტიკოსები სოციალურად დაუცველები არ იყვნენ, რადგან დეპუტატის ხელფასი დაახლოებით იგივეა, რაც ტაქსისტის. ტაქსისტების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ჩემი კოლეგები თითქმის 55-მილიარდიან ეკონომიკას და 30-მილიარდიან ბიუჯეტს აკონტროლებენ, ხელფასი 3 500 ლარი აქვთ. ან უნდა დავიჯერო, რომ ისინი წმინდანები არიან, ან ჩავთვალო, რომ მათ „ქართული ოცნებიდან“ სხვა შემოსავალი აქვთ. მეორის უფრო მჯერა. იმის ნაცვლად, რომ ჩუმად ბიძინას ჯიბიდან ფინანსდებოდნენ და ოპოზიცია კეზერაშვილის ფულით, მირჩევნია, პოლიტიკოსის ხელფასი ნორმალური იყოს, რაც ლეგალური ლობისტური საქმიანობით ხდებოდეს და არა ხალხისთვის წართმეული ფულით“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×