რეზონანსი
22.04.2024

ახალგაზრდები 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას „მამაო ჩვენოს“ ფონზე ითხოვდნენ, სამწუხაროდ, ახლა სუვერენიტეტის შეზღუდვა სარწმუნოების გაქრობის ფონზე ხდება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველარხს განუცხადა.

„ნურავინ ნუ აიღებს თავის თავზე რომელიმე თაობის სახელით საუბარს. კარგად ვხედავთ და გვახსოვს, რომ ახალგაზრდები 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას „მამაო ჩვენოს“ ფონზე ითხოვდნენ. სამწუხაროდ, ახლა სუვერენიტეტის შეზღუდვა მთლიანად სარწმუნოების გაქრობის ფონზე ხდება. ამიტომ, ახალგაზრდების მოთხოვნაა, რომ სუვერენიტეტს ყველამ პატივი სცეს.

რაც შეეხება პარტნიორებს, ბრძოლა გვიწევდა, რომ მეორე ფრონტში არ ჩავრთულიყავით. მეორე ფრონტში ჩართვა ევროპულ ღირებულებასთან უნდოდათ გაესაღებინათ. ამას შევებრძოლეთ და საზოგადოება დავარწმუნეთ, რომ ეს სწორი გზა არ იყო და საქართველო სწორედ ამით გადარჩა და ქვეყანაშია მშვიდობა, სწორედ ამას ვერ გვპატიობენ“,- განაცხადა მაჭარაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×