რეზონანსი
20.04.2024

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ „ერთადერთი გაუმჭვირვალე სფერო, დეკლარაციის დონეზეც კი რომ არ უნდათ გამჭვირვალობა, არის „ენჯეო" სექტორი და მედიასაშუალებები".

„ნათქვამია: „წიწაკა ვინაც ჭამა, პირი იმას ეწვისო"! ასეა ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრი აქვთ ნაჭამი ჩვენს სახელმწიფოში ჩაბუდებულ მეხუთე კოლონას. იგივე ენჯეოთა გარკვეულ, ახლა ქუჩაში გამოსულ, ნამეტნევად გაცხარებული ნაწილს.

ამიტომაც სავსებით მართალია ბ-ნი მდინარაძე, აშკარაა „ქურდებს თავზე, ქუდები ეწვით" და ამიტომაც არიან ასე ორკესტრირებულად აღრიალებულნი და დასახმარებლად უხმობენ თავიანთ დამფინანსებელ მათგან უკანვე უკვე მრავალჯერ „დაატკატებულ" მამებს, რომელთაც თავის მხრივ თავიანთი გასაჭირი აქვთ, ვინაიდან პრეზიდენტის სავარძელზე უკვე მკაფიოდ გამოჩნდა ტრამპის ჩრდილი, რომელიც ითხოვს მოსვლისთანავე ქვეყნიდან გასული ყველა ცენტის გამოკვლევა-გაკონტროლებას.

ამიტომაც დარბიან გაღმა-გამოღმიდან დავალებამიცემული, გაავებულ-გავეშებული შარვლებიდან და პერანგებიდან ამომხტარი: ლომჯარიები, გიგაურები, მელიები, გვარამიები....და მათზე აყოლილი ზოგი თავისი გულწრფელობით გაბრიყვებული, ზოგი კი ნამეტნევად ფულმოყვარული ახალგაზრდა. დებენ რაღაც ფიცებს, მტკიცებს, რომლის გაცნობის დროსაც კაცს გაგახსენდება პერიფრაზირებულ-მოდერნიზებული უკვდავი ანდაზა: „ფიცი მწამს, მაგრამ ფული მაკვირვებსო!"- წერს ედიშერ გვენეტაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×