რეზონანსი
20.04.2024

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ახალგაზრდების აქცია, სახელწოდებით „არა რუსულ კანონს" მიმდინარეობს.

საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას "ქალთა მარშის" მონაწილეებიც შეუერთდნენ.

მათ მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყეს და პარლამენტთან დაასრულეს. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.

ცნობისთვის, ახალგაზრდები გუშინ, თავდაპირველად პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ, ამის შემდგომ კი, მსვლელობით იუსტიციის სახლთან გადაინაცვლეს, რის შემდეგაც, ასევე მსვლელობით გაემართნენ გმირთა მოედანზე. მათ გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რაც მათივე თქმით, არის პირობა იმისა, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს ხელისუფლება ვერ მიიღებს. გმირთა მოედნის შემდეგ აქცია პარლამენტთან დაასრულეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×