რეზონანსი
19.04.2024

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს.

სტუდენტები პარლამენტიდან იუსტიციის სახლამდე მსვლელობით მივიდნენ.

სტუდენტების განცხადებით, იუსტიციის სახლთან პროტესტი არის სიმბოლური, რადგან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, „იუსტიციის სახლი იქნება ის ორგანო, რომელიც უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად მონიტორინგს ჩაატარებს".

ამ დროისთვის მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×