რეზონანსი
17.04.2024

ზურაბიშივლმა France24-თან ინტერვიუში განაცხადა.

მან ისაუბრა ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრაზე, კერძოდ ევროპული საბჭოს სხდომაზე და კომენტარი გააკეთა იმაზე, რომ საქართველოს საკითხი სამიტის ფორმალურ დღის წესრიგში არ არის.

"კომუნიკაცია მაქვს ზოგიერთ ლიდერთან და ვფიქრობ, რომ ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ აქ ვითარება დაძაბულია და ყურადღებას იმსახურებს. ნათელია, რომ უმთავრესი პრიორიტეტი არ ვართ და ეს ძალიან კარგი ნიშანია, არ მინდა, რომ საქართველო უმთავრეს პრიორიტეტში იყოს, ამას სულ სხვა მნიშვნელობა ექნებოდა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იმ ყურადღებას მივიღებთ, რომელიც საჭიროა, რათა არჩევნებამდე მივიდეთ და ევროპულ მომავალზე კონსოლიდაცია მოვახდინოთ", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×