რეზონანსი
14.04.2024

ჩვენ ძალიან კარგად გვაქვს განსაზღვრული, ვინ არიან ანგარიშვალდებულნი, რომ წარმოადგინონ ერთგვარად ინფორმაცია დაფინანსების შესახებ, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „იმედის კვირაში" განაცხადა.

მისი თქმით, არის ქვეყნები, სადაც ინდივიდუალურად ფიზიკური პირების ანგარიშვალდებულებაზეც არის საუბარი.

„ჩვენ ძალიან კარგად გვაქვს განსაზღვრული, ვინ არიან ანგარიშვალდებულნი, რომ წარმოადგინონ ერთგვარად ინფორმაცია დაფინანსების შესახებ, ის ორგანიზაციები, რომლებიც 20 პროცენტზე მეტ დაფინანსებას მიიღებენ უცხო ქვეყნიდან. სხვადასხვა ქვეყანაში არის სხვადასხვა წესი. არის ქვეყნები, სადაც ინდივიდუალურად ფიზიკური პირების ანგარიშვალდებულებაზეც არის საუბარი. არის ქვეყანა, სადაც არის რაღაც მომენტში საელჩოებიც და ოფიციალური წარმომადგენლობები კი შეყვანილი იმ რეესტრებში", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×