რეზონანსი
14.04.2024

პრემიერ კობახიძის დასავლელი ელჩებისადმი მიმართვა „გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე საჯარო დისკუსიის გამართვაზე არის ძალიან დროული - თუ დიპლომატები ღიად "პედაგოგობენ" ჩვენი ხელისუფლების მუშაობაზე, კეთილი ინებონ და საჯაროდ დასხდნენ განხილვაზე, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ანალიტიკოსი საჯარო დისკუსიის შეთავაზებას მმართველი გუნდის საზოგადოების ინტერესების შესაბამის კიდევ ერთი გაბედულ და დასაფასებელი ნაბიჯს უწოდებს და აღნიშნავს, რომ სტანდარტული პასუხი, რომ ეს ელჩის კომპეტენცია არაა არ მიიღება.

"პრემიერ კობახიძის დასავლელი ელჩებისადმი მიმართვა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე საჯარო დისკუსიის გამართვაზე არის ძალიან დროული - თუ დიპლომატები ღიად "პედაგოგობენ" ჩვენი ხელისუფლების მუშაობაზე, კეთილი ინებონ და საჯაროდ დასხდნენ განხილვაზე.

ვეღარანაირად მიიღება სტანდარტული პასუხი, რომ ეს ელჩის კომპეტენცია არაა და ა.შ. მაშინ რატომ "მოძღვრავენ" პარლამენტს თუ მთავრობას როგორ უნდა იმოქმედონ და რანაირად?

მმართველი გუნდის საზოგადოების ინტერესების შესაბამისი კიდევ ერთი გაბედული და დასაფასებელი ნაბიჯი. ნებისმიერმა საგარეო აქტორმა უნდა ჩაიბეჭდოს, რომ ხალხის მიერ სამჯერ და აწი უკვე მეოთხედ ასარჩევი "ქართული ოცნებისთვის" ჩვენი ქვეყანა არაა "NGO Georgia"!" - წერს აბაშიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×