რეზონანსი
14.04.2024

ქართველი ხალხი და საქართველო იმსახურებს იმას, რომ ჰქონდეს ევროპული კანონმდებლობა გამჭვირვალობის შესახებ, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ერთადერთი სექტორი, რომელიც ბინდით არის მოცული, ეს არის ენჯეო სექტორი.

„შემოსვლა არ სურთ მსჯელობაში, არ უნდათ რომ არგუმენტი მოძებნონ. რა თქმა უნდა, არა „რუსულ კანონს", არვინ არ აპირებს რუსული კანონის მიღებას. ქართველი ხალხი და საქართველო იმსახურებს იმას, რომ ჰქონდეს ევროპული კანონმდებლობა გამჭვირვალობის შესახებ. ერთადერთი სექტორი, რომელიც ბინდით არის მოცული, ეს არის ენჯეო სექტორი. მოხდეს ერთადერთი რამ, იმ ხარჯების გასაჯაროება, რომელსაც ისინი იღებენ და ხარჯავენ. საზოგადოების კონკრეტულ წევრებს შემიძლია მივმართო, ნურავის ნუ მოატყუებინებენ თავს, გადაიკითხონ ეს კანონ-პროექტი და შემდგომ მოახდინონ ამ საკითხზე რამე ფორმით, ან მხარდაჭერა, ან მისი გაპროტესტება", - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×