რეზონანსი
14.04.2024

„ნაციონალურ მოძრაობაში" დღესაც არიან მსხვილი დამფინანსებლები, რომელთაც რუსეთის ფედერაციაში აქვთ უზარმაზარი ბიზნესები და ძალიან მსხვილი წილები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ ელენე ხოშტარიასთვის გადარიცხულ თანხებზე საუბრისას განაცხადა.

ბექა ოდიშარიას თქმით, ორმაგი სტანდარტი მიუღებელია.

„ორმაგი სტანდარტი არის დიდი უბედურება, როდესაც სხვას ეკრძალება ელემენტარული, ორი გროშის მიღება, საკუთარი ერთადერთი ბინის გაქირავებით და ვიღაცისთვის დაშვებულია, რაღაც თანხის მიღება. ეს არის პრობლემა! მინდა დაგარწმუნოთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში" დღესაც არიან მსხვილი დამფინანსებლები, მათ შორის კოლექტიური „ნაცმოძრაობისა" და მათი ანასხლეტების, რომელთაც აქვთ უზარმაზარი ბიზნესები და ძალიან მსხვილი წილები რუსეთის ფედერაციაში. აი, ამ ხალხმა ჩაიხედოს საკუთარ გულში და მერე გამოედევნონ ხალხს, რომლებიც ცხოვრობენ, საკუთარი ერთადერთი ქონებითა თუ სხვა შესაძლებლობით, რომელიც აბსოლუტურად არ ავნებს ჩვენს ქვეყანას", - აღნიშნა ოდიშარიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×