რეზონანსი
14.04.2024

ეს ადამიანები განაგრძობენ დაფინანსების მიღებას რუსეთისგან და ეს მათ დისკომფორტს სულაც არ უქმნით, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკაში“ ელენე ხოშტარიაზე საუბრისას განაცხადა.

„რის გამო და რის საფუძველზე ხდება ეს დაფინანსება, ჩვენ ადრეც ვამბობდით, რომ გაესაჯაროებინათ მათ, მაგრამ ამას ისინი არ აკეთებდნენ, როგორც ჩანს მაშინაც დასამალი ჰქონდათ. ახლა ეს ადამიანები დგანან გამჭვირვალეობის საწინააღმდეგო ავანგარდში. როდესაც ყველაზე არაგამჭვირვალე ადამიანები საუბრობენ მსგავს საკითხებზე, ეს კიდევ უფრო ღიას ხდის საზოგადოებისთვის იმ მიზნებსა და ამოცანებს, რაც მათ გააჩნიათ და რაც ნამდვილად არ არის კეთილსინდისიერი“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ელენე ხოშტარიასა და მისი ოჯახის ანგარიშზე კიდევ ერთი გადარიცხვა განხორციელდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×