რეზონანსი
14.04.2024

ენმ-ს იურისტი ლაშა ტყეშელაძე მოქალაქეებს, ვინც რუსულ კანონს ეწინააღმეგებიან, გვერდში დგომას ჰპირდება. მისი თქმით, იურისტები უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევენ ყველას, ვისი უფლებებიც დაირღვევა. 

ტყეშელაძე ამბობს, რომ ხელისუფლება ევნის ყველას, ვისაც ევროპული მომავალი სურს, ამიტომ სისტემასთან მარტოს არავის დატოვებენ. 

ორშაბათს იწყება რუსული კანონის განხილვა, დაგეგმილია აქციები. ხალხს არ სურს რუსული კანონი, ხელისუფლება კი მუდმივად იწყებს იმ ადამიანების დევნას, ვისაც სურს ევროპული მომავალი. ჩვენ, ადვოკატები, ყველა იმ ადამიანს გავუწევთ უფასო იურიდიულ მომსახურებას, ვის უფლებებსაც დაარღვევენ, კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს ვისაც შეუზღუდავენ. ჩვენ არავის დავტოვებთ სისტემასთან მარტოს! ვიქნებით ყველგან, სადაც დაირღვევა ადამიანის უფლებები. არა რუსულ კანონს!“- განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×