რეზონანსი
04.04.2024

ასაპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, გამჭვირვალობის კანონის მიღების დირექტივა ევროპარლამენტს ევროკომისიამაც გადასცა და ის კანონი გაცილებით უფრო მკაცრ რეგულაციებს ითვალისწინებს, ვიდრე ეს საქართველოში დაინიცირებული კანონპროექტით არის გათვალისწინებული. ამის შეს ხებ მან პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

„ევროპარლამენტს ევროკომისიამ გადასცა რეკომენდაცია, რომ მიიღოს ეს კანონი. ევროკომისიას ევრორეკომენდაციის სახით დირექტივა გადაცემული აქვს ევროპარლამენტისთვის და იქ გაცილებით მკაცრი რეგულაციებია გაწერილი, ვიდრე ჩვენს კანონმდებლობაში", - აღნიშნა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირდა. კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი" გამოყენებულია ტერმინი - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია". კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.

კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას - უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. კანონი სამივე მოსმენით მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება მიღებული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×