რეზონანსი
04.04.2024

დემოკრატიის კვლევის მსოფლიოს მოწინავე ცენტრმა, ორგანიზაციამ „დემოკრატიის მრავალფეროვნება" (V-DEM) სამოქალაქო საზოგადოების ძირითადი ინდექსი (Core civil society index) გამოაქვეყნა, რომელიც იკვლევს არასამთავრობო სექტორს და აფასებს რამდენად მტკიცედ და გამართულად ასრულებენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები თავიანთ საზოგადოებრივ მისიას და მოვალეობებს, რამდენად ჯანსაღად (თავისუფლად და აქტიურად) არის გამოხატული მოქალაქეთა ინტერესები არასამთავრობო სექტორში.

2023 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველოს არასამთავრობო სექტორის შეფასება მნიშვნელოვნად გაუარესდა და ერთ წელიწადში სარეიტინგო პოზიცია მსოფლიოში 27-ე ადგილიდან 77-ე ადგილზე დაქვეითდა. საქართველოს არასამთავრობო სექტორს რეიტინგში უსწრებს სომხეთი, მოლდოვა, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო და რეგიონის სხვა ქვეყნები.

„დემოკრატიის მრავალფეროვნება" (V-Dem) არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი უშუალოდ დემოკრატიაზე. მისი სათავო ოფისი დაფუძნებულია V-Dem ინსტიტუტში, შვედეთში, გოტენბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტში. პროექტს უძღვება 5 მთავარი გამომძიებელი, 19 პროექტის მენეჯერი, 33 რეგიონული მენეჯერი, 134-ზე მეტი კოორდინატორი და 4000-მდე ექსპერტი მსოფლიოს მასშტაბით.

ორგანიზაცია ერთ-ერთია იმ კვლევით პროექტებს შორის, რასაც მსოფლიოს ბანკის "გლობალური მმართველობის ინდიკატორები" ეფუძნება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×