რეზონანსი
04.04.2024

აშშ-ში, პირველი კაცი, რომელსაც გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის თირკმელი გადაუნერგეს, კლინიკიდან გაწერეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, პაციენტს ოპერაცია 16 მარტს გაუკეთეს. წარსულში გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანოების ტრანსპლანტაცია წარმატებული არ ყოფილა, ამიტომ სპეციალისტები ამ ოპერაციას ისტორიულს უწოდებენ.

ოპერაცია ჰარვარდის სამედიცინო სკოლის უმსხვილეს კლინიკაში, MGH-ში, ბოსტონში ჩატარდა. პაციენტს, 62 წლის რიჩარდ „რიკ" სლეიმენს თირკმელების დაავადების ბოლო სტადია ჰქონდა და სასწრაფოდ ესაჭიროებოდა ტრანსპლანტაცია. თირკმელი, რომელიც მან მიიღო კემბრიჯში დაფუძნებული ფარმაცევტული კომპანიის eGenesis-ის მიერ იყო გენმოდიფიცირებული.

კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოპერაციის შემდეგ, გადანერგილი თირკმელი კარგად ფუნქციონირებს და სლეიმანს დიალიზიც აღარ სჭირდება.

არსებული მონაცემებით, ორგანოების ტრანსპლანტაცია 100 ათასზე მეტ ამერიკელს სჭირდება, მაშინ როდესაც დონორების რაოდენობა 2023 წელს სულ რაღაც 23 500 იყო. სპეციალისტები აცხადებენ, რომ გენმოდიფიცირებულ ორგანოებს ამ სფეროში არსებული დეფიციტის აღმოფხვრა და ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×