რეზონანსი
04.04.2024

თუ ამ კანონპროექტს გაიტანენ, ჩათვალეთ, რომ საქართველოში არჩევნები აღარ ჩატარდება, - ამის შესახებ ლევან ბერძენიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიციირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას „მთავარი არხის" ეთერში განაცხადა.

როგორც ბერძენიშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, აღმოჩნდება, რომ იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებსაც უცხოური დაფინანსების 20 პროცენტზე მეტი აქვთ, პოლიტიკური ისტებლიშმენტის ნაწილი და მთელი არასამთავრობო სექტორი აღმოჩნდება.

„თუ ამ კანონპროექტს გაიტანენ, ჩათვალეთ, რომ საქართველოში არჩევნები აღარ ჩატარდება, იმიტომ, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც თურმე 20 პროცენტით ფინანსდებიან, მათ რიგებში აღმოჩნდება ნახევარი პოლიტიკური ისტებლიშმენტი, მთელი „ენჯეო" სექტორი და სხვა. მოკლედ, ვერავინ არჩევნებში მონაწილეობა ვერ უნდა მიიღოს და მარტო თვითონ უნდა იყვნენ", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×