რეზონანსი
31.03.2024

ივანიშვილის კლანი სასამართლო კლანს მფარველობს, - ამის შესახებ ენმს- წევრი ლევან ბეჟაშვილი საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, ორი კლანის ახლა ხელისუფლების შენარჩუნებას ერთობლივად ცდილობს. 

ივანიშვილის კლანი მფარველობს სასმართლო კლანს და ეს ორი კლანი ერთმანეთს აზღვევს ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლაში. ამიტომ, ბუნებრივია, გასაგებია ეს პრეტენზია, რომელიც შალვა თადუმაძეს ჰქონდა შესაბამის ჩანაწერს პლენუმის სხდომიდან გამომდინარე და ის განცხადებები, რომლებიც უმრავლესობის მხრიდან კეთდება. შალვა პაპუაშვილის განცხადებაში პირდაპირ იკითხება, რომ ისინი კვლავ აპირებენ სასამართლო კლანის გამტკიცებას, - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.

 სასამართლო სისტემასა და "ქართული ოცნების" ხელისუფლებას შორის ახალმა სკანდალმა იფეთქა - ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლე დარწმუნებულია, რომ სასამართლო კლანის ბოსები საგარეო საქმეთა სამინისტროს უმოქმედობის გამო დაასანქცირეს. 

ამასთან, ვეტინგის სისტემის შესაძლო ამოქმედებას, კლანის წევრები წყობიდან გამოჰყავს. ზოგი სისტემიდან წასვლით იმუქრება, ზოგსაც აქვს მოლოდინი, რომ საქმეშიი პირადად ივანიშვილი ჩაერთვევა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×