რეზონანსი
31.03.2024

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ავტომანქანა ქვეითს შეეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს და წერს, რომ დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას  გულისხმობს.

"ბათუმელების" ცნობითვე, კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა ბაგრატიონისა  და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში მოხდა, სადაც ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. თვითმხილველის თქმით, ერთ-ერთი ავტომანქანა გზის გამყოფ ზოლზე მოწყობილ ზოლში შევარდა და სასეირნო ბილიკზე მოწყობილ რკინის თაღს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×