რეზონანსი
30.03.2024

მადლობა თითოეულ ფეხბურთელს, მადლობა მთავარ მწვრთნელს, განსაკუთრებული მადლობა თითოეულ გულშემატკივარს. ასეთი გულშემატკივრობა არ მინახავს არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ სტადიონზე, - ამის შესახებ „ქრონიკაში" ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ განაცხადა.

„ზუსტად საფეხბურთო რიტმში ჩაჯდა ქართველი გულშემატკივარი. როდესაც ვუტევდით, იყო ყიჟინა და ჩვენი ფეხბურთელების გამხნევება, როცა თავს ვიცავდით იყო ის ხმაური, რომელიც თრგუნავდა მოწინააღმდეგეს, როცა ბურთს ვიჭერდით, იყო სიჩუმე, რომ ფეხბურთელებისთვის ხელი არ შეეშალათ. ეს იყო არაჩვეულებრივი გარემო, რომელმაც გამარჯვებისთვის უდიდესი საქმე გააკეთა. განსაკუთრებით ხაზგასმით ვიტყვი, როდესაც ემიგრანტების ვიდეოები ვნახე, მათი ემოცია საოცრება იყო. ქართული ფეხბურთის გამარჯვება არის ქვეყნის გამარჯვება და ეს გამარჯვება იყო საერთო მონაპოვარი", - აღნიშნა კახა ჭუმბურიძემ.

26 მარტს, საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები, ევროპის ჩემპიონატზე მატჩებს გერმანიაში, 18, 22 და 26 ივნისს გამართვას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×