რეზონანსი
30.03.2024

ბა­თუმ­ში 31 წლის ქა­ლის სა­კე­ის­რო კვე­თის შე­დე­გად გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, კლი­ნი­კა "ბაუ"-ში გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თეს.

რო­გორც კლი­ნი­კის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში განმარტავენ, ახალ­გაზ­რდა ქალი უკი­დუ­რე­სად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი, კლი­ნი­კა BMS-დან შე­იყ­ვა­ნეს, რო­მე­ლიც რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი.

კლი­ნი­კა "ბაუ"-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქა­ლის გა­დარ­ჩე­ნა მისი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვერ მო­ხერ­ხდა.

"31 წლის ქალი უკი­დუ­რე­სად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი, კლი­ნი­კა BMS-დან ბა­თუ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში "ბაუ"-ში შე­მო­იყ­ვა­ნეს. იგი რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი, ჩვენ­მა ექი­მებ­მა მაქ­სი­მუ­მი გა­ა­კე­თეს, თუმ­ცა ქალი იმ­დე­ნად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, რომ მისი გა­დარ­ჩე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და. კლი­ნი­კა­ში შე­მოყ­ვა­ნი­დან მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა" - გვი­თხრეს "ბაუ" -ში.

ბა­თუმ­ში სა­კე­ის­რო კვე­თის შე­დე­გად გარ­დაც­ვლილ ქალ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა "სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის" 116-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით გუ­ლის­ხმობს. ორ­სუ­ლი კლი­ნი­კა BMS-ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი, სა­დაც სა­კე­ის­რო კვე­თა ჩა­უ­ტარ­და. რაც შე­ე­ხე­ბა ახალ­შო­ბილს, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. კლი­ნი­კა BMS-ში კო­მენ­ტა­რი ჯერ­ჯე­რო­ბით არ კეთ­დე­ბა. და­ღუ­პუ­ლი ქალი მა­რე­ხი მა­კა­რა­ძეა. მას ორი შვი­ლი დარ­ჩა, მათ შო­რის, ერთი ახალ­შო­ბი­ლი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×