რეზონანსი
30.03.2024

ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას სამართლიანი მშვიდობისთვის ბრძოლაში, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მოსახლეობისადმი სააღდგომო მიმართვისას განაცხადა.

„ჩვენ ყველა მივისწრაფვით უფრო მშვიდობიანი მსოფლიოსთვის. ქრისტიანები ამისთვის ლოცულობენ აღდგომის მსახურების დროს. ასევე სიმართლეა, რომ მშვიდობა თავისუფლების გარეშე არის ჩაგვრა, ასევე არ არსებობს მშვიდობა სამართლიანობის გარეშე. სწორედ ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას სამართლიანი მშვიდობისთვის ბრძოლაში, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება", - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

გერმანიის კანცლერის თქმით, უკრაინის მხარდაჭერა ასევე საჭიროა ევროპის უსაფრთხოებისთვის.

„მრავალი ათწლეულის განმავლობაში მშვიდობა ევროპაში ემყარებოდა ძალიან მნიშვნელოვან პრინციპს: საზღვრები არ უნდა შეიცვალოს ძალით. აღარასდროს! ვლადიმერ პუტინის რუსეთმა ეს პრინციპი დაარღვია", - განაცხადა გერმანიის ლიდერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×