რეზონანსი
30.03.2024

საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების პრობლემა კი არა, ხალხისთვის მოტივაციის გაზრდა და არჩევნებისთვის მოზიდვაა პრობლემა - ოპოზიციამ კი არ უნდა დააფრთხოს დიასპორელები, არამედ უნდა სთხოვოს, რომ არჩევნებზე მოვიდნენ - ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ „დღის ქრონიკაში" განაცხადა.

„საზღვარგარეთ გასულია მილიონ ნახევარზე მეტი ქართველი. მაგალითად: აშშ-ში 120 ათასი ადამიანიდან 2020-ში წინასაარჩევნოდ რეგისტრაცია გაიარა 5 300-მა ადამიანმა და მხოლოდ 1 700-მა მიიღო მონაწილეობა. საბერძნეთში 100 ათასიდან 9 ათასი დარეგისტრირდა და 1 800-მა მიიღო მონაწილეობა, იტალიაში 50 ათასიდან საარჩევნოდ დარეგისტრირდა 3 300 და მონაწილეობა მიიღო 767-მა ადამიანმა. საფრანგეთში 35 ათასიდან 303-მა, პორტუგალიაში 247 დარეგისტრირდა და 45-მა მიიღო მონაწილეობა. გაცილებით უფრო პესიმისტური და დაბალია ციფრები წინა არჩევნების მდგომარეობით. ახლა ჩვენ რა გვაქვს გასაკეთებელი - უბნები არ გვყოფნის და რიგები დგას?! ამ ადამიანებმა (ოპოზიცია) კი არ უნდა დააფრთხონ და მავნებლურად მოეპყრონ დიასპორელებს, არამედ უნდა სთხოვონ, რომ არჩევნებზე მოვიდნენ, მაგრამ არა, ასე არ იქცევიან. მათ საბოლოო ჯამში არც ის აწყობთ, რომ დიასპორა არჩევნებზე მოვიდეს, რადგან მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა რაოდენობა პროცენტულად ზუსტად ისე არის გადანაწილებული, როგორც საზღვრებს შიგნით", - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×