რეზონანსი
30.03.2024

უკრაინას სამართლიანი მშვიდობისთვის ბრძოლაში მხარს იქამდე დავუჭერთ, სანამ საჭირო იქნება, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

„მშვიდობა თავისუფლების გარეშე ჩაგვრას ნიშნავს. მშვიდობა სამართლიანობის გარეშე არ არსებობს. სწორედ ამიტომ, ჩვენ უკრაინას სამართლიანი მშვიდობისთვის ბრძოლაში მხარს ვუჭერთ, იქამდე, სანამ ეს საჭირო იქნება. ჩვენ ყველას უფრო მშვიდობიანი სამყარო გვსურს. ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში მცხოვრებ ხალხს მშვიდობაზე მეტად არაფერი სურს", - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა გერმანიის უსაფრთხოებისთვისაც მნიშვნელოვანია.

„უკრაინის მხარდაჭერა ჩვენთვის, ჩვენი უსაფრთხოებისთვისაც აუცილებელია. ათწლეულების განმავლობაში ევროპაში მშვიდობა ერთ ძალიან მნიშვნელოვან პრინციპს ემყარებოდა: საზღვრის ხაზების გადაადგილება ძალის გამოყენებით არ უნდა მოხდეს. აღარასდროს! ვლადიმერ პუტინის რუსეთმა ეს პრინციპი დაარღვია. ამ პრინციპის თავიდან ამოქმედება ჩვენს ხელშია. უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებით - მტკიცედ და წინდახედულად", - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×