რეზონანსი
30.03.2024

მიხარია, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის გაცხადებული მიზანია ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა, ხოლო „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის პირდაპირი დანიშნულებაა ქალების გაძლიერება, წარმატება ჩვენს მიზნებსა და ამოცანებში, გამარჯვება 2024 წელს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ნინო წილოსანის განცხადებით, პოლიტიკის განვითარება უფრო მაღალ საფეხურზე მაშინ გადადის, როდესაც საზოგადოების ყველა ჯგუფს აქვს მასზე მიმართული და მასზე მორგებული მიდგომა.

„როდის გადადის პოლიტიკის განვითარება უფრო მაღალ ეტაპზე, როცა საზოგადოების ყველა ჯგუფს აქვს მასზე მიმართული და მასზე მორგებული მიდგომა. როცა პოლიტიკის მიზანია გამოკვეთოს და წამოწიოს თითოეული ინდივიდი, ადამიანი, მისი შესაძლებლობების და უნარების მიხედვით. როცა ქვეყნის განვითარების ყველაზე დიდი რესურსი არის ადამიანი და ამ რესურსების მაქსიმალურ მხარდაჭერას იწყებს. ქალები ჩვენი ქვეყნის 52 პროცენტს წარმოვადგენთ. ქალებსა და კაცებს ერთად შეგვიძლია, ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი უზრუნველვყოთ. მიხარია, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის გაცხადებული მიზანია ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა, ხოლო „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის პირდაპირი დანიშნულებაა ქალების გაძლიერება, წარმატება ჩვენს მიზნებსა და ამოცანებში, გამარჯვება 2024 წელს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის კონფერენციაზე გამგეობის ახალი შემადგენლობა აირჩიეს.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე ნინო წილოსანი გახდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×