რეზონანსი
30.03.2024

ნიდერლანდების ქალაქ ედეში შეიარაღებულმა პირმა ადგილობრივ ბარში მძევლები აიყვანა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა De Telegraaf-ი ავრცელებს.

ედეს პოლიციამ განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული და ბართან ახლოს მდებარე 150 სახლიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

პოლიციის თქმით, ტერორისტულ აქტზე ეჭვის მიტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს. 

ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, თავი აარიდონ ქალაქის ცენტრში გადაადგილებას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×