რეზონანსი
30.03.2024

ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესაძენად საკმარისი თანხა არ არის, - ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა განაცხადა.

„თუ მილიონ ჭურვზე ვსაუბრობთ, მაშინ ეს დაახლოებით, სამი მილიარდი ევროა. არის სხვადასხვა კალიბრები, პატარები ცოტათი უფრო იაფია. შესანიშნავი იქნება, თუ ყველაფერი გაკეთდება. ამ დროისთვის შეიძლება ითქვას, რომ საკმარისი თანხა არ არის“, - განაცხადა ჰანო პევკურმა.

ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში უამრავი ადგილია, სადაც ჭურვების შეძენა შეიძლება.

„ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, რომ შესაძლო პარტნიორების ჭურვები ფიზიკურად შევამოწმოთ. გვითხრეს, რომ ჩვენ ჭურვების მიღება შეგვიძლია, მაგრამ რა მდგომარეობაშია ისინი, ვარგისია თუ არა გამოსაყენებლად, ეს ყველაფერი უნდა შემოწმდეს“, - აღნიშნა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×