რეზონანსი
26.03.2024

უკრაინაში ბრძოლისას დაღუპული თენგიზ ჭანიას ცხედარი თანამებრძოლებმა ცხელი წერტილიდან გამოიყვანეს. როგორც "რადიო თავისუფლებასთან" ჭანიას მეგობრები ამბობენ, ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.

როდის ჩამოასვენებენ მას საქართველოში, ჯერ დაზუსტებული არ არის. მეგობრების ვარაუდით, ეს დაახლოებით ერთ კვირაში მოხდება.

"კიევიდანაც ისე გამოასვენებენ, როგორც მას ეკადრება და შემდეგ ჩამოასვენებენ საქართველოში," - ამბობს თენგიზ ჭანიას მეგობარი, მაია კალანდია.

შეგახსენებთ, რომ თენგიზ ჭანია ბრძოლის წინა ხაზზე, დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკასთან აფეთქებას 22 მარტს ემსხვერპლა. 

აფხაზეთიდან დევნილი ჭანია აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომების მონაწილე იყო. ის იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტისა და შსს განსაკუთრებულ დავალებათა მეორე სამმართველოს ყოფილი თანამშრომელიც.

უკრაინაში იბრძოდა ომის დაწყების პირველივე დღიდან და ამ პერიოდის განმავლობაში ორჯერ დაიჭრა. თუმცა, გამოჯანმრთელების შემდეგ, ორივეჯერ ბრძოლის წინა ხაზზე დაბრუნდა. გადმოსვენების შემდეგ ჭანიას საოკუპაციო ხაზთან, სამხედრო პატივით, მის მშობლიურ სოფელში დაკრძალავენ.

არაოფიციალური მონაცემების მიხედვით, რუსეთის სრულმასშტაბიან ომს უკრაინაში 62 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×