რეზონანსი
26.03.2024

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2024 წლის თებერვლის თვეში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 4.0 ათასი ტონა, რაც 5,2 ათასი ტონით, ანუ 56,5-ით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (9,2 ათასი ტონა) შედარებით. 

მ/წლის თებერვალში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ერაყიდან - 3,1 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 77,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის რუსეთი - 0,9 ათასი ტონა (22,5%); 

2024 წლის თებერვლის თვეში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 6,47 ათასი ტონა, რაც 3,37 ათასი ტონით, ანუ 108,7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (3,10  ათასი ტონა) შედარებით.

მ/წლის თებერვალში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტის 99,8%  (6,46 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×