რეზონანსი
26.03.2024

მოსკოვის ბასმანის სასამართლომ დააკმაყოფილა გამოძიების მოთხოვნა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, ვასილი მალიუკს, ტერორიზმის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.~

”სასამართლომ დააკმაყოფილა გამომძიებლის მოთხოვნა ვ.ვ. მალიუკის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შერჩევის შესახებ”, - აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.

მალიუკს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე მუხლით (ტერორისტული აქტი) ედება.

ცნობისთვის, ვალერი მალიუკმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებში უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მონაწილეობს. ამასთან, მან უსაფრთხოების სამსახურის სამიზნეებს შორის ოკუპირებული ყირიმის ხიდი დაასახელა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×