რეზონანსი
26.03.2024

სადგურის მოედანთან, მიწისქვეშა ბაზრობის მოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი თქმით, საიჯარო გადასახადი მუდმივად იზრდება, მაშინ, როცა ბაზრობის ზედა ტერიტორიაზე საქონელს შედარებით იაფად ყიდიან გარემოვაჭრეები, ბაზრობაში მოვაჭრეები კი კოტრდებიან. 

მოვაჭრეები ამბობენ, რომ მერიას დახმარების თხოვნით რამდენჯერმე მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ. მათ გზის გადაკეტვაც სცადეს, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა. მოვაჭრეები მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს ადგილზე ელოდებიან.

"იანვარი, თებერვალი, მარტი, საერთოდ არ გვივაჭრია არაფერი, იმიტომ, რომ ზემოთ გაშლილია ბაზრობა, ყიდიან და ყიდიან, ვინ ჩამოვა ქვემოთ. ამიტომ გადავწყვიტეთ მოგვეწყო აქცია. მთავრობამ იზრუნოს ჩვენზე, მოვიდნენ და პასუხი გაგვცენ, ან საგადასახადომ დაუწიოს გადასახადს, თუ არა და ჩვენც გამოვალთ ბაზრობის წინ, გავშლით და ვივაჭრებთ ასე, გადავკეტავთ გზას, როდემდე ასე", - ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×