რეზონანსი
26.03.2024

როგორია ვაზისუბანში დაჭრილი 28 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა? -  საუნივერსიტეტო კლინიკაში ამბობენ, რომ პაციენტის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. 

დაშავებული კონტაქტური და ადეკვატურია, თუმცა კვლავ საჭიროებს მედიკოსების დაკვირვებას. 

კლინიკაში შეყვანისას ქალს მთელ სხეულზე ათეულობით ჭრილობა და მოტეხილობა აღენიშნებოდა. 

"ქალა-სახის მოტეხილობა იყო, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, მხრის - სახსრის მოტეხილობა, მუხლის სახსრის, მაჯის და მტევნის მოტეხილობა. სასწრაფო დახმარების ბრიგადის გადმოცემით, ჭრილობები მიყენებულია ცივი იარაღით"- ამბობს მედიკოსი. 

28 წლის ქალის მკვლელობის მცდელობისთვის  დაკავებულს  15 წლით პატიმრობა ემუქრება -  უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულ ბიჭიკო ბაჩილავას პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირდა და მუხლი დაუმძიმა. 

41 წლის კაცს  ახლა  მეზობლის მკვლელობის მცდელობას  ედავებიან - საქმეზე კვალიფიკაცია ქალის  სხეულზე აღმოჩენილი უმძიმესი  დაზიანებების გამო შეიცვალა  - 28 წლის ქალს სახე დასერილი აქვს, ნეკნები ჩატეხილი, სხეულზე კი ათობით ჭრილობა აქვს მიყენებული. 

ცნობისთვის, თბილისში, ვაზისუბანში 30 წლამდე ქალი  24 მარტს დაჭრეს. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×